გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, დასავლეთში კარგად იციან რომ "ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატები განცხადებებს დამოუკიდებლად არ აკეთებენ.
როგორც ჯაფარიძე ამბობს, ამის შესახებ დასავლელმა პარტნიორებმა მას ბრიუსელში ვიზიტისას უთხრეს.
"...რაც შეეხება დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც გვითხრეს არის ის, რომ მათ საქართველოს ხელისუფლებასთან ჰქონდათ კომუნიკაცია არაერთხელ და უთხრეს, რომ ეს მტკნარი ტყუილია და არ შეიძლება პარტნიორი ქვეყანა ასე იქცეოდეს ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ თქვეს, რომ ისინი მაინც აგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აკეთებენ, მათ შორის არანაირი ილუზია, რომ ქართული ოცნებიდან ვიღაცები მიდიან და ეს ხალხის ძალა არის დამოუკიდებელი ორგანიზმი ევროპაში არავის არ აქვს, ზუსტად ესაა ერთი და იგივე ესაა ქართული ოცნება", - თქვა ზურა ჯაფარიძემ.