ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ იგი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. ბაიდენის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა, ეს მისი რეალური განზრახვაა.
"მიზეზი, რის გამოც არ ვადასტურებ, ვაპირებ თუ არა კენჭისყრას მომავალ არჩევნებზე, შემდგომი რეგულაციების მთელი სერიაა - გამოცხადების მომენტიდან, ჩემ თავს მოვეპყრობი ისე, როგორც კანდიდატს.
ჯერჯერობით, ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება არ მიმიღია, თუმცა, ხელახლა კენჭისყრა ჩემი რეალური განზრახვაა. არჩევნებამდე, გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ გვაქვს". - თქვა ბაიდენმა.
გასულ თვეში, კითხვაზე, აპირებს თუ არა ბაიდენი საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა კენჭისყრას, მან აღნიშნა, რომ ამაზე "საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია".
ბაიდენის პოლიტიკური მომავლის საკითხი აშშ-ს დემოკრატებისთვის მთავარი და ცენტრალური ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ იქნება, სადაც ამჟამად პარტია კონგრესში კონტროლის შენარჩუნებისთვის იბრძვის.