საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე გიგა ბოკერიას ადგილს ნიკა ვაშაკიძე დაიკავებს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
მისი განმარტებით, მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე ვაშაკის კანდიდატურა უკვე ოფიციალურად დამტკიცებულია.
"ის მუშაობას უკვე შეუდგა", - განმარტა კალანდაძემ.
რაც შეეხება მინისტრის კიდევ ერთი მოადგილის ვაკანტურ ადგილს, ალექსანდრე ნალბანდოვს, სავარაუდოდ, უწყების რომელიმე თანამშრომელი ჩაანაცვლებს.
"ალექსანდრე ნალბანდოვის შემცვლელზე კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. მას, სავარაუდოდ, ჩვენი სისტემიდან ჩაანაცვლებს ვინმე", - დასძინა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ მინისტრის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიგა ბოკერია უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, ალექსანდრე ნალბანდოვი კი დიპლომატიურ სამსახურში გადაიყვანეს.
რაც შეეხება ბოკერიას შემცვლელ ნიკა ვაშაკიძეს, მას სახელმწიფო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის სხვადასხვა დროს ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ, შემდეგ კი თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო.