აშშ-ის 44-ე პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, პუტინის რუსეთის მთავრობა უფრო იზოლირებულია, ვიდრე საბჭოთა პერიოდის კრემლის რეჟიმი.
"ვფიქრობ, ახლა ჩვენ საქმე გვაქვს რუსული ტიპის რეჟიმთან, რომელიც რეალურად კიდევ უფრო ცენტრალიზებული, კიდევ უფრო იზოლირებული და დახურულია. მე ვფიქრობ, რომ პუტინმა გააძლიერა გადაწყვეტილების მიღების პროცესი იმდენად, რამდენადაც ჩვენ ეს საბჭოთა პერიოდშიც კი არ გვინახავს," - თქვა აშშ-ს 44-ე პრეზიდენტმა.
ობამას თქმით, ცივი ომის რამდენიმე დაძაბულ მომენტშიც კი არსებობდა აზრი, რომ ორივე მხარეს შეეძლო ტელეფონის აღება, დიპლომატიური არხებით მუშაობა და მკაფიო სიგნალების გაგზავნა.