უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთის ჯამური დანაკარგი 65 ათასს უახლოვდება. პრეზიდენტის განცხადებით, ვინც არ უნდა გამოაგზავნოს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს მხოლოდ მათი დამარცხდება.
"მტრის ჯამური დანაკარგი მხოლოდ დაღუპულებით 65 000-ს უახლოვდება. რუსეთის ამდენმა მოქალაქემ გაიღო სიცოცხლე, რათა კრემლში ხალხის ჯგუფს რეალობის იგნორირების საშუალება ჰქონდეს. იმის მიხედვით, თუ როგორ მიმდინარეობს რუსული "დაკრძალვის ოპერაცია", შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც ასი ათასი დაღუპული რუსეთის მოქალაქე არ აიძულებს კრემლს რამეზე დაფიქრდეს. მშვიდობისკენ გზა მხოლოდ უკრაინული მიწიდან ოკუპანტების სრული განდევნა და ტერორისტი სახელმწიფოს აგრესიული შესაძლებლობების დემონტაჟია.
აქტიური ოპერაციები ფრონტის სხვადასხვა ხაზზე გრძელდება. დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქებში ძალიან რთული ვითარებაა. ყველაზე მძიმე, როგორც წინა დღეებში, ბახმუტის მიმართულებაა. ჩვენ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს. მთლიანობაში, აღმოსავლეთსა და სამხრეთში ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ოკუპანტებმა იგრძნონ, რომ პერსპექტივა არ აქვთ. ვინც არ უნდა გამოგზავნონ მათ ჩვენს წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს მხოლოდ მათი დამარცხებით დასრულდება.
რუსეთის მოქალაქეებს, ვისაც ამ დანაშაულებრივ ომში მონაწილეობა არ სურს, მაგრამ ომში გზავნიან, კიდევ ერთხელ შევახსენებ ერთი შესაძლებლობის შესახებ. ყველა, ვინც უკრაინულ ტყვეობაში ჩაბარდება, სიცოცხლეს შეინარჩუნებს. არავის, ვინც რუსულ არმიაში ან დაქირავებულ ჯარისკაცებში აგრძელებს ბრძოლას, ასეთი შესაძლებლობა არ გააჩნია. უკრაინა აუცილებლად დაიბრუნებს ყველაფერს, რაც მას ეკუთვნის", - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.