„ევროსაბჭოს რეზოლუცია კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა უნდა დასრულდეს. ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებაც ეს არის, მაგრამ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ ხელისუფლების დაუმარცხებლობის შემთხვევაში პოლიტიკური დევნა არ დასრულდება. ეს არის სინამდვილეში წინაპირობა“ - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი ნონიაშვილი ევროსაბჭოს რეზოლუციას
„რაც შეეხება მეორე ნაწილს, ეს რეზოლუცია პირდაპირ არის მიმართული რუსეთის დანაშაულების წინააღმდეგ და სიმპტომატური ამბავია, როდესაც ქართული ოცნება საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს და რეზოლუციას მხარს არ უჭერს იმის გამო, რომ მასში მათი ერთ-ერთი პოლიტიკური ოპონენტი, მიხეილ სააკაშვილია მოხსენიებული“ - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა