„ნაციონალურ მოძრაობაში მიდის ბუნებრივი პროცესი, რომელიც შეიძლება მიდიოდეს პარტიებში, სადაც არანაირი ღირებულებითი ერთობა არ გააჩნიათ“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებს.
„ეს არის ადამიანთა გაერთიანება, რომელთაც განსხვავებული ღირებულებები და ინტერესები გააჩნიათ. პირველ რიგში, ეს არის ინტერესი ხმების მესაკუთრეობის შესახებ, ამიტომ, ბუნებრივია, ეს ჯგუფები იბრძვიან იმისთვის, რომ საკუთარი გავლენა დაამკვიდრონ იმ ხმებზე, რომელი დგას ნაციონალური მოძრაობის, როგორც პოლიტიკური ბრენდის უკან. ეს არის ღირებულებებისგან დაცლილი და ხმებზე მონადირე ადამიანთა ჯგუფების დაპირისპირება და მეტი არაფერი“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ