სააპელაციო სასამართლოში დღეს, 12:00 საათზე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მორიგი პროცესი გაიმართება.
მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომა 12 საათზე ჩანიშნა. ბრალდებისა და დაცვის მხარეები დღეს უკვე დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან.
იმ შემთხვევისთვის, თუ 4 ოქტომბერს მხარეებს დასკვნითი სიტყვისთვის დრო არ ეყოფათ და პროცესი ვერ დასრულდება, მოსამართლეთა კოლეგიამ კიდევ ერთი - მეოთხე სხდომა დანიშნა, უკვე 11 ოქტომბერს, 16 საათსა და 30 წუთზე.
მეორე ინსტანციის სასამართლოში ეს ნიკა გვარამიას საქმის მესამე განხილვა იქნება.
ცნობისთვის, ნიკა გვარამია 2022 წლის 16 მაისს დააკავეს და 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.