უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის ჯარებმა ხერსონის ოლქში მცირე დასახლებები, არხანგელკსი და მიროლიუბივკა გაათავისუფლეს.
ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლებს მადლობა გადაუხადა. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა კონკრეტული ქვედანაყოფები გამოყო, რომლებმაც ფრონტის ხაზზე გამორჩეულად დიდი ძალისხმევა აჩვენეს.
მანამდე, ზელენსკიმ თავის მიმართვაში აღნიშნა, რომ მიუხედავად ლიმანის გათავისუფლების ირგვლივ არსებული საერთო აღტაცებისა, უკრაინელი სამხედროების წარმატება მხოლოდ ლიმანით არ შემოიფარგლება.
პირველ ოქტომბერს, უკრაინამ ლიმანი დაიბრუნა. ქალაქის ცენტში უკრაინის დროშა ფრიალებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკან დახევა აღიარა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჯარისკაცებმა "უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე" გადაინაცვლეს.
ლიმანის დაკავება კრემლისთვის დიდი მარცხია მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში გამართულ ცერემონიალზე დონეცკის რეგიონის ანექსია გამოაცხადა.
რუსეთი ლიმანს როგორც ლოჯისტიკური, ისე სატრანსპორტო მნიშვნელობით იყენებდა, ხოლო კიევისთვის მისი გათავისუფლება უკრაინის კონტრშეტევის შემდეგ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის რეგიონში ყველაზე დიდი გამარჯვებაა. გარდა ამისა, ჩერევატის თქმით, ლიმანის დაკავება კიევს ლუგანსკის ოლქში წინსვლის საშუალებას მისცემს.