ცენტრალური და აღმოსალეთ ევროპის 9 ქვეყნის პრეზიდენტი მხარს უჭერს ნატო-ში უკრაინის გაწევრიანებას. ამის შესახებ ნათქვამია ცხრა ქეყნის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლიეტუვის პრეზიდენტის იფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
კერძოდ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ქვეყნების პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ომის დროს იმყოფებოდნენ კიევში და თავიანთი თვალით ნახეს რუსული აგრესიის შედეგები, ამიტომ მათ არ შეუძლიათ დუმილი რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის პირობებში.
„ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. ჩვენ არ ვაღიარებთ და არასდროს ვაღიარებთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს 2008 წლის ბუქარესტის ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას უკრაინის ნატო-ში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
პრეზიდენტებმა ასევე აღნიშნეს, რომ ყველა ის პირი, ვინ დანაშაულს სჩადის უკრაინაში, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ.
30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში, მოვითხოვთ რუსეთისგან, დაუყოვნებლივ გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოვუწოდებთ მოკავშირეებს არსებითად გაზარდონ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი, ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი, ლატვიის პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი სტევო პენდაროვსკი, მონტენეგროს პრეზიდენტი მილო ჯუკანოვიჩი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი და სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა.