ევროპაში ყველა დემოკრატიას უფლება აქვს, ნატოს წევრობაზე განაცხადი შეიტანოს, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის მიერ ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადზე კითხვის საპასუხოდ.
„ნატოს წევრი ქვეყნები აფასებენ და პატივს სცემენ ამ უფლებას. ჩვენც ადრეც გვითქვამს და ახლაც ვიტყვით, ნატოს კარი ღიაა. ნატოს ღია კარის პოლიტიკა დავამტკიცეთ ბოლო წლებშიც. მადრიდში ნატოს სამიტზე ლიდერებმა ძალიან მკაფიოდ განაცხადეს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას აირჩიოს საკუთარი გზა და თავად გადაწყვიტოს, უსაფრთხოების როგორი მექანიზმები სურს. გადაწყვეტილება წევრობაზე [ნატოს] ყველა წევრმა ერთად უნდა მიიღოს და ამ გადაწყვეტილებას ვიღებთ კონსენსუსით. ახლა ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ უკრიანისთვის დახმარების აღმოჩენაზე“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
მანამდე ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატოში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეაქვს.