უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმისთვის, რომ მშვიდობასა და ომის დასრულებაზე საუბარი დაიწყოს, პირველ რიგში, უკრაინამ უნდა დაიბრუნოს ყევლა ოკუპირებული ტერიტორია. ამის შესახებ ზელენსკიმ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
"თუ არ განვმარტეთ, რომ ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს, ომი დასრულდება და იქნება მშვიდობა, რაღაცა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იქნება. რაღაც ნაწილები არ იქნება გათავისუფლებული და დანარჩენ ნაწილებზე გარკვეული სახის კომპრომისი იქნება - მაშინ, მერწმუნეთ, რუსეთი კვლავ დაბრუნდება ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციისთვის". – თქვა ზელენსკიმ.