„ქართული ოცნება სამწუხაროდ აგრძელებს ანტიდასავლური კამპანიისა და ომის შიშის კულტივირებას, რუსული პროპაგანდის კულტივირებას. დღეს ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩვენი მთავარი პარტნიორის აშშ-ს საელჩო და ევროპული საქართველო რუსების გაღიზიანებისა და საქართველოს ომში ჩართვის მცდელობაში", - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ გენერალურმა მდივანმა, აკაკი ბობოხიძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა
„თქვენ იცით კარგად, რომ ევროპული საქართველო „იმოქმედე გენოციდის აღიარებისთვის“ კამპანიის ფარგლებში ატარებს ღონისძიებას ზუგდიდში, ენგურის ხიდთან და ქართული ოცნება კიდევ შორს წავიდა. მათ სოხუმის დაცემის წლისთავზე გამოგვიცხადა, რომ ამაზე ლაპარაკი, აფხაზეთიდან ქართველების გამოყრაზე ლაპარაკი, ეთნიკურ წმენდასა და გენოციდზე ლაპარაკი თურმე არის პროვოკაცია და ეს ყველაფერი ქართველებმა უნდა დავივიწყოთ.
ჩვენ ვაგრძელებთ ამ კამპანიას და ხვალ გვექნება უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის მხარდამჭერი მსვლელობა რუსთაველის მეტროდან პარლამენტის შენობამდე.
ყველა პატრიოტ ქართველოს მოვუწოდებ რომ მივიღოთ მონაწილეობა, რათა საქართველოს ხელისუფლებას დავანახოთ, რომ მათი მცდელობა შეგვაბრუნუნ რუსულ ოკუპაციას, საქართველო რამენაირად იზოლირებული გახადონ საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რითიც კიდევ უფრო ზრიდან საფრთხე რომ საქართველო პუტინის რუსეთის იოლი ლუკმა გახდეს, არ შევეგუებით. დავანახოთ რომ გვახსოვს საქართველო არის ოკუპირებული და მუდმივად მზად ვიქნებით, როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის ტერიტორული მთლიანობის მხარდასაჭერად, ქართველი ხალხის ნება არის ურყევი მიუხედავას იმისა, თუ როგორი ხელისუფლება ჰყავს მას.
საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, რომ დაგვტოვოს იზოლაციაში, საერთაშორისო პროცესებიდან ჩამოცილებული ქართველმა ხალხმა საკუთარი ურყევი ნებით უნდა გაანეიტრალოს, რადგან საერთაშორისო თანამეგობრობის გარეშე თავისუფალ სამყაროში ჩვენს ღირსეულ ადგილს ვერ დავიბრუნებთ. ქართული ოცნება ვერ აიცილებს პასუხისმგებლობა ეგრედწოდებული ოთხეულის განცხადებებზე, იმიტომ რომ ისინი ერთად არიან და არც გამიჯნულან ან აპირებენ რომ გამეიჯნონ მათ განცხადებებს.“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ