უკრაინაში პუტინის ომი უკვე წაგებულია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა CBS-თან ინტერვიუში თქვა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიზანმა, რომ უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობა წაეშალა, მარცხი განიცადა.
„მან თავიდანვე ცხადად თქვა, რომ მისი მიზანი იყო უკრაინის, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის იდენტობის წაშლა. ამ მიზანმა უკვე მარცხი განიცადა. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის. ისინი იბრძვიან თავიანთი ქვეყნისთვის. რუსები - არა. რუსმა ჯარისკაცებმა, რომლებსაც ამ ომში აგზავნიან, ხშირად არ იციან, სად მიდიან, რას აკეთებენ. ეს არ არის ის, რისთვისაც მათ ბრძოლა უნდათ. უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის. თავიანთი მიწისთვის, ისინი იბრძვიან თავიანთი სიცოცხლისთვის“, - აღნიშნა ბლინკენმა.