აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვლადიმირ პუტინის ბირთვულ რიტორიკას უპასუხისმგებლო უწოდა. CBS-თან ინტერვიუში ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-ს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში.
კონკრეტულ ზომებზე სახელმწიფო მდივანს არ უსაუბრია.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვმა ჩვენგან გაიგოს, რომ ასეთი გადაწყვეტილების შედეგები საშინელი იქნება. და ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვუცხადეთ მას“, - აღნიშნა ბლინკენმა.