ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მიიჩნევს, რომ რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოს წევრობა უნდა შეუჩერდეს - ამის შესახებ მან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი არაპროვოცირებულსა და გაუმართლებელ ომს იწყებს, ომს, რომელსაც გენერალური ასამბლეა გმობს, ასეთი წევრის საბჭოში წევრობის შეჩერება, ჩემი აზრით, ავტომატური უნდა იყოს”, - განაცხადა მიშელმა.
მან ასევე განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებაზე რეფორმის საჭიროებაზე.
„ვეტოს უფლების გამოყენება გამონაკლისი უნდა იყოს, მაგრამ, როგორც ვხედავთ, ეს წესი გახდა. რეფორმა საჭირო და გადაუდებელია”, - აღნიშნა მიშელმა.
შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს გაერომ რუსეთს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობა შეუჩერა.