რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი ტელეგრამ-არხზე წერს, რომ ე.წ. რეფერენდუმების შედეგად ტერიტორიების შეერთების შემთხვევაში, მათ დასაცავად, შესაძლოა, სტრატეგიული ბირთვული იარაღიც გამოიყენონ.
"21.09.22-ში უმაღლესი მთავარსარდლის გადაწყვეტილების შედეგები:
რეფერენდუმები შედგება, დონბასის რესპუბლიკები და დანარჩენი ტერიტორიები რუსეთში იქნება მიღებული.
შემოერთებული ტერიტორიების დაცვის გაძლიერება განხორციელებული იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ.
რუსეთმა განაცხადა, რომ ასეთი დაცვისთვის შესაძლოა გამოყენებული იქნას არა მხოლოდ მობილიზაციის შესაძლებლობა, არამედ ნებისმიერი რუსული იარაღი, მათ შორის სტრატეგიული ბირთვული და ახალი პრინციპების იარაღიც.
ამიტომ, სხვადსხვა გადამდგარი იდიოტები, გენერლის ფორმებში, არ უნდა გვაშინებდნენ ყირიმზე ნატო-ს იერიშებზე ლაპარაკით. ჰიპერბგერა გარანტირებულად შეძლებს ევროპასა და აშშ-ში სამიზნეებზე უფრო სწრაფად მიღწევას.
დასავლურმა ისტაბლიშმენტმა კი, ზოგადად, ნატო-ს ქვეყნების ყველა მოქალაქემ უნდა გაიგოს, რომ რუსეთმა საკუთარი გზა აირჩია. უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს". – წერს მედვედევი.