გურამიშვილზე გამზირზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მე-3 სართულიდან 72 წლის ქალი გადმოვარდა.
შემთხვევა წუხელ მოხდა. ცისანა ბაკურაძე მე-4 საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთე არ ემუქრება.
ბაკურაძე საკუთარი საძინებლის ფანჯრიდან გადავარდა. შემთხვევის დროს ოჯახის ყველა წევრს ეძინა.
მეზობლები თვითმკვლელობის მცდელობის ვერსიას არ გამორიცხავენ, რადგან ამბობენ, რომ ბაკურაძეს მოხუცსს შეტევები ჰქონდა.