აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატები „ჯოჯოხეთისკენ მიექანება“ და ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ჩინეთის ხელმძღვანელის სი ძინპინის მსგავს ძლიერ ლიდერს შეუძლია. ამის შესახებ მან ტელერახ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება. ჩვენ ვართ ერი, რომელიც დაღმასვლაშია. ჩვენს ქვეყანაში არეულობაა. ჩვენი ქვეყანა ვერ გადარჩება“, - თქვა ტრამპმა. მისი აზრით, შეერთებულ შტატებს სჭირდება ძლიერი ლიდერი, რომელიც სახელმწიფოს კრიზისიდან გამოიყვანს.
„დაივიწყეთ შიდა პოლიტიკური კონფლიქტები, ყველა რესპუბლიკელის, დემოკრატის, მემარცხენე რადიკალის [განცხადებები]. მე მინდა დავინახო ძლიერი ხელმძღვანელი, მინდა დავინახო ის, ვინც იქნება სის [ძინპინის] თანასწორი“, - განაცხადა ტრამპმა.