რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში კიდევ ერთი ქალი გამოავლინეს. ქვეყნის დაზვერვასთან თანამშრომლობა ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატის მაიკლ ჰენკოკის თანაშემწეს ბრალდება.
სკანდალურ ინფორმაციას ბრიტანული გამომცემლობა "თHE შUNDAY თIMEშ"-ი აქვეყნებს. ის წერს, რომ ჰენკოკის თანაშემწე, 25 წლის კატია ზატული-ვეტერი ინფორმაციას რუსეთის დაზვერვას აწვდიდა.
სტატიის თანახმად, უკვე ცნობილია იმ ზარალის შესახებ, რომელიც დიდ ბრიტანეთს რუსმა ჯაშუშმა მიაყენა.
გამოცემის ინფორმაციითვე, ჯაშუშს ამჟამად რუსეთში ექსტრადირებისთვის ამზადებენ.
თავად მაიკლ ჰენკოკი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიას უარყოფს.