მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნები, რომელთაც არ ესმით, რომ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო. ისტორიულად, ის დამარცხდა, - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, პუტინმა წააგო არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ საკუთარ ქვეყანასთან და მთელ მსოფლიოსთან.
„მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნები, რომელთაც არ ესმით, რომ პუტინმა ეს ომი უკვე წააგო. ისტორიულად, ის დამარცხდა. პუტინმა წააგო არა მხოლოდ უკრაინასთან, არამედ საკუთარ ქვეყანასთან და მთელ მსოფლიოსთან. ის დემოკრატიასთან დამარცხდა. ზოგადად, პუტინი თავისივე წამოწყებულ ომში დამარცხდა. პუტინმა ეს ომი პირველივე დღეს წააგო, როდესაც მან რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე დასაპყრობად შეიყვანა. პუტინს არავინ არაფერს აპატიებს. არავინ აპატიებს ამ სამხედროების შვილებსა და შვილიშვილებს. მათ ეს კურსი უნდა შეცვალონ. მათ მოუწევთ არა მხოლოდ ბოდიშის მოხდა. ვიღაცას დაიჭერენ, ვიღაც გაიქცევა, ვიღაცას ვერ იპოვიან, ვიღაც კი ბოდიშს მოიხდის“, - თქვა ზელენსკიმ.