რასაც ჩვენ ვხედავთ, იმპერიალიზმის ხანის დაბრუნებაა. ქვეყნები, რომლებაც განაცხადეს, რომ ნეიტრალობას ინარჩუნებენ, ცდებიან. ისინი ისტორიულ შეცდომას უშვებენ, - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გაეროს 77-ე ასმბლეაზე.
„ისინი ვინც დუმან, ერთგვარად თანამონაწილენი არიან ახალი იმპერიალიზმის პროცესის, რომელიც არღვევს არსებულ წესრიგს. რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს ომი, მით უფრო მეტად დაემუქრება ის ევროპასა და მსოფლიოს. ამან შეიძლება, გამოიწვიოს უფრო დიდი კონფლიქტი, სადაც უსაფრთხოება და სუვერენიტეტი დამოკიდებულია არა ალიანსების, არამედ შეიარაღებული ჯგუფების სიძლიერესა და სხვების დამორჩილებაზე", - თქვა მაკრონმა.