საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქეშალოში, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ცეცხლნასროლი ჭრილობა მიაყენეს, რომელიც სავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. შემთვევა დღეს დილით მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, აიდინ ჰამზაევს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით, საცხოვრებელ სახლთან მდებარე კომერციულ ფართში რქმდენჯერმე ესროლეს.
მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირთ ადგილობრივებს, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად წარსულში მომხდარ ფულის გამოძალვის ფაქტს ვარაუდოებენ.
შემთხვევის ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს ატარებს.
შსს- ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. უწყებას დაკავებული ამ დრომდე არავინ ჰყავს.