სუამის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მე-14 სხდომა ჩატარება იანვარში კიევში იგემება. საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის დედაალაქში 2011 წლის იანვარში შეიკრიბებიან, ამის შსახებ ცნობილი ასტანაში 1-2 დეკმბერს გამართულ ეუთს სამიტისას გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ 2 დეკემბერს, ქ.ასტანაში, ეუთოს სამიტის ფარგლებში გაიმართა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-13 სხდომა. სხდომაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ არაზ აზიმოვმა, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კონსტანტინ გრიშჩენკომ, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის მოადგილემ ანდრეი პოპოვმა და სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ვალერი ჩეჩელაშვილმა. სხდომა წარიმართა უკრაინის, როგორც სუამ-ის თავმჯდომარე ქვეყნის, ორგანიზებითა და თავმჯდომარეობით.
მინისტრთა საბჭომ განიხილა სუამ-ის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, კერძოდ: სუამ-ში უკრაინის თავმჯდომარეობის მიმდინარეობა; გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაჭიანურებულ კონფლიქტებზე სუამ-ის რეზოლუციის საკითხი; სუამ-ის ქვეყნების მისიების ურთიერთქმედება სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში და სუამ-ის სახელით აქტუალურ საკითხებზე ერთობლივი განცხადებების რეგულარულად გავრცელების მნიშვნელობა; პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივები; დარგობრივი და პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა; სამართლებრივი ბაზის სრულყოფის აუცილებლობა და ორგანიზაციულ-ფინანსური საკითხები.
შეხვედრის დასასრულს ხელი მოეწერა შემაჯამებელ ოქმს და გადაწყვეტილებებს, მათ შორის სუამ-ის გენერალური მდივნის დანიშვნის, საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ერთობლივი კომისიის შექმნის, 2011-2012 წლებში სუამ-ის სამუშაო ჯგუფების ქვეყანა-კოორდინატორებისა და 2011 წელს სუამ-ის წევრი ქვეყნების მისიების სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის სამოქმედო გეგმების დამტკიცების თაობაზე. შეხვედრაზე ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მორიგი სხდომის 2011 წლის იანვრის ბოლოს ქ.კიევში, სუამ-ის სამდივნოში ჩატარების შესახებ.