"ფრონტზე არსებული ვითარება აშკარად მიუთითებს, რომ ინიციატივა უკრაინას ეკუთვნის" - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ვითარების დასტაბილურებისთვის აქტიურ სამუშაოებს ატარებს.
"მონაწილეობას ვიღებ გაეროს გენერალური ასამბლეის ზოგად დებატებში. ცხადია, ვიდეო ფორმატში, მაგრამ როგორი ფორმატიც არ უნდა იყოს, ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია, როგორც ყოველთვის, მკაფიოდ და მტკიცედ გაჟღერდება. ასამბლეის ფარგლებში ველოდები მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მსოფლიო ლიდერების მხრიდან უკრაინასთან დაკავშირებით.
ვაგრძელებთ სტაბილიზაციის ზომებს რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიებზე. დგინდება რუსული სისასტიკის რეგულარული ფაქტები - ადამიანები აჩვენებენ, სად აწამებდნენ აგრესორები ადამიანებს, სადაც მალავდნენ მოკლულთა ცხედრებს, საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვინ ეხმარებოდა ოკუპანტებს. ეს არის კოლოსალური სამუშაო, რომელიც საჭიროა სამართლიანობისთვის, უკრაინელების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დამნაშავის დასასჯელად”, - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკიმ.