ნიკა გვარამიას სასამართლო თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბერს გაგრძელდება. მოსამართლეთა კოლეგიამ სხდომა 12 საათზე ჩანიშნა. ბრალდებისა და დაცვის მხარეები მომდევნო პროცესზე უკვე დასკვნითი სიტყვებით წარსდგებიან.
იმ შემთხვევისთვის, თუ 4 ოქტომბერს მხარეებს დასკვნითი სიტყვისთვის დრო არ ეყოფათ და პროცესი ვერ დასრულდება, მოსამართლეთა კოლეგიამ კიდევ ერთი- მეოთხე სხდომა დანიშნა, უკვე 11 ოქტომბერს, 16 საათსა და 30 წუთზე.
შეგახსენებთ, დღეს, მეორე ინსტანციაში "მთავარი არხის" პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორის საქმეზე მეორე სასამართლო სხდომა ჩატარდა.