კიკეთში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე დაკავებულია 1 პირი.
შეგახსენებთ, რომ კიკეთში ცოტა ხნის წინ რამდენიმე ადამიანი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236- ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.