საქართველოს მესამე პრეზიდენტის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი, შვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. კლინიკა ,,ვივა მედიში" მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი ოჯახის წევრები მივიდნენ.
ოჯახი უკვე თვეებია ითხოვს, რომ გადაიყვანონ სამკურნალოდ უცხოეთში პრეზიდენტი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა საათობრივად უარესდება და მისი სიცოცხლე საფრთხეშია.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და ეს ჩემთვის მტკივნეული საკითხია. რეალურად მისი გაყვანა საზღვარგარეთ საჭიროა, მე ამას როგორც ექიმი, ისე ვიძახი. განვიხილავდი საკითხს ასე, რამდენად საჭიროა ეს პაციენტისთვის, კლინიკისთვის. თუ არის სურვილი, ამის გაკეთება შესაძლებელია ერთი-ორ დღეში. აქვს თუ არა ამის სურვილი სახელმწიფოს, ეს თავად განსაჯეთ - განაცხადა ნიკოლოზ სააკაშვილმა.