რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის ადრეულ დასრულებას ცდილობს, მაგრამ კიევმა უარი თქვა მოლაპარაკებაზე, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან, ნარენდრა მოდისთან შეხვედრისას განაცხადა.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე შეჩერდეს. მხოლოდ, სამწუხაროდ, საპირისპირო მხარემ, უკრაინის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა უარი მოლაპარაკების პროცესზე და განაცხადა, რომ სურს მიზნების მიღწევა სამხედრო გზით, როგორც ამბობენ. მოედანზე ბრძოლაში“, - თქვა მან.