უკრაინის არმიის კონტრშტევა რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ძალიან შთამბეჭდავია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ომის დასრულებას. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. იუწყება Reuters.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის კონტრშეტევა რუსული არმიის წინააღმეგ ძალიან ეფექტური იყო, მაგრამ ქვეყნები მზად უნდა იყვნენ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის.
„რა თქმა უნდა, უაღრესად დამამშვიდებელია ის ფქტი, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ტერიტორიების დაბრუნება შეძლეს, ასვე დარტყმები მიაყენეს რუსეთის ხაზებს, მაგრამ ამავე დროს უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ ნიშნავს ომის დასასრულს, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გრძელი გზისთვის“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს.