საქართველოდან ოსკარზე წარსადგენ კანდიდატ ფილმად დათა ფირცხალავას „დიდი შესვენება“ შეირჩა. გადაწყვეტილება 12-კაციანმა ჟიურიმ მიიღო.
ამერიკის კინოაკადემიის 2023 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს კანდიდატი ფილმის შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 22 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განაცხადის შეტანა 9 სექტემბრის ჩათვლით შეეძლოთ.
წელს საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად წარმოდგენილი იყო ექვსი ქართული ფილმი: „ატონალური გაბრწყინება“ – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე; „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი; „დიდი შესვენება“ – რეჟისორი დათა ფირცხალავა; „მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში; „ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი იოსებ ბლიაძე; „ტყვია“ – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე.