ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ვიზიტით კიევში ჩავიდა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ეს ფონ დერ ლაიენის მესამე ვიზიტია კიევში.
" ომის დაწყების შემდეგ ჩემი მესამე ვიზიტია კიევში. ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უკრაინა ახლა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ვოლოდიმირ ზელენსკი და დენის შმიგალი და მე განვიხილავთ, თუ როგორ გავაგრძელოთ ჩვენი ეკონომიკისა და ხალხის ერთმანეთთან დაახლოება, როდესაც უკრაინა გაწევრიანებისკენ მიიწევს", - დაწერა ურსულა ფონ დერ ლაიენმა "ტვიტერში".