უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხარკოვის რეგიონში იზიუმისა და ბალაკლეას ოკუპაციის დროს რუსები ისე იქცეოდნენ, როგორც კიევის რეგიონში: აწამებდნენ მოქალაქეებს, ანგრევდნენ საბავშვო ბაღებსა და სკოლებს, ასევე სხვა ინფრასუქტურას.
ამის შესახებ ზელენსკიმ უკრაინულ მედიას განუცხადა.
"ამასთან შეგუება ძნელია, მაგრამ ბუჩის შემდეგ გაკვირვებულები ვეღარ ვიქნებით იმ ქმდებების გამო, რომლებსაც რუსი ტერიტორისტები სჩადიოდნენ, ვეღარ ვიქნებით, რადგან იგივეს ვხედავთ. ისევ წამება... ნგრევა: სკოლები, საბავშვო ბაღები...ისინი [რუსი ოკუპანტები] ერთი და იგივე კვალს ტოვებენ. ახალი არაფერი გვინახავს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მოსახლეობის ნაწილი, რომელიც იზიუმში ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდა, ბედნიერია უკრაინული არმიის დანახვით, ნაწილი კი შოკშია.
"მათ არ ესმით, რა ხდება. რადგან ნახევარი წელია არ ჰქონიათ ელექტროენერგია, წყალი. ნახევარი წელია ისინი ოკუპაციის პირობებში იმყოფებოდნენ და გარეთ გამოსვლის ეშინოდათ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ კონტრშეტევის დროს პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ რუსმა სამხედროებმა გაქცევის დროს დიდი რაოდენობით ტექნიკა დატოვეს.
ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში დღეს ჩავიდა.