უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსი ოკუპანტებისგან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებულ ქალაქ იზიუმში ჩავიდა.
იზიუმი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხარკოვის ოლქში მდებარებს.
უკრაინულმა ძალებმა ქალაქ იზიუმიდან რუსი ოკუპანტები 5 დღის წინ განდევნეს.
იზიუმში ზელენსკი დაესწრო ქალაქის მთავარ მოედანზე, ადმინისტრაციულ შენობაზე უკრაინის ეროვნული დროშის აღმართვის ცერემონიას.
"უწინ, როდესაც მაღლა ვიხედებოდით, ყოველთვის ცისფერ ცას ვეძებდით. ახლა, როცა მაღლა ვიყურებით, მხოლოდ ერთს ვეძებთ - უკრაინის დროშას", - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამის არხზე.
"ჩვენი ლურჯი-ყვითელი დროშა უკვე ფრიალებს დეოკუპირებულ იზუმში. ასე იქნება უკრაინის ყველა ქალაქსა და სოფელში. ჩვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით მივდივართ - წინ და გამარჯვებისკენ."