91 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერ ჟან-ლუკ გოდარი.
გოდარი იყო მეოცე საუკუნის ფრანგული კინემატოგრაფის ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულების "ახალი ტალღის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.
გოდარის სადებიუტო მხატვრული ფილმი იყო "უკანასკნელ ამოსუნთქვამდე", რომელშიც მთავარ როლს ჟან-პოლ ბელმონდო ასრულებს. 1960 წლის 16 მარტს საფრანგეთის ეკრანებზე გამოსულ ფილმს "ახალი ტალღის" მანიფესტი უწოდეს.
მის სხვა ყველაზე ცნობილ ფილმებს შორისაა "პატარა ჯარისკაცი", "ზიზღი", "შეშლილი პიერო" და სხვა.
თავისი ბოლო ფილმი, "სიტყვა და გამოსახულება", გოდარმა 2018 წელს გადაიღო.
2011 წელს ჟან-ლუკ გოდარი კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის "ოსკარით" დაჯილდოვდა.