კრემლის პროპაგანდისტი, დასავლეთის მიერ სანქცირებული თინა კანდელაკი ტელეგრამის არხზე ვლადიმირ პუტინს აქებს და აცხადებს, რომ ის მომავლის არქიტექტორი ხდება.
"აშკარაა, ვლადიმირ პუტინი მომავლის არქიტექტორი ხდება. სულ უფრო და უფრო ცოტა რჩებიან მოღვაწეები, რომელთაც მე-20 საუკუნის ისტორია განსაზღვრეს. და ვინ განსაზღვრავს 21-ე საუკუნის მომავალს? მიმოიხედე გარშემო და პასუხი აშკარაა: პუტინი.
კიდევ 10 წელი და ის [პუტინი] შეცვლის ყველა ჩვეულებრივ ნარატივს. დიახ, iPhone კვლავ ჩვენს ხელში იქნება, მაგრამ პეკინი და სინგაპური უფრო ახლო გახდება ჩვენთვის, ვიდრე ლონდონი და რომი.
ჩვენ, კბილების ღრჭიალით, თუმცა მაინც დავიწყებთ ახალი სახლის აშენებას და "მაკდონალდსი" და "იკეა" სამუდამოდ დატოვებენ ჩვენს ცხოვრებას, ისევე როგორც ჯონსონები და ზელენსკები, რომლებიც ისტორიის ტუალეტში ჩაირეცხებიან", - წერს კანდელაკი ტელეგრამზე.