ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმში რუსული ოკუპაციის შედეგად სულ მცირე 1000 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ინფრასტრუქტურის 80 პროცენტი კი განადგურებულია.
ამის შესახებ იზიუმის საკრებულის დეპუტატმა მაქსიმ სტერლნიკოვმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქი ომის შედეგად ძალიან დაზარალდა. დანგრეულია როგორც კერძო, ისე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საწარმოები, სახელმწიფო დაწესებულებები.
მისივე თქმით, განადგურებულია გათბობის ცენტრალური სისტემა, წინ კი მკაცრი ზამთარია. ამიტომ აღნიშნული პრობლემა სასწრაფოდ მოსაგვარებელია.
ასევე ქალაქში არ არის ელექტრონერგია, წყალი და გაზი.
იზიუმი რუსებმა 2 აპრილს დაიკავეს. 10 სექტემბერს კი უკრაინული კონტრშეტევის შედეგად ქალაქიდან გაიქცნენ და საბრძოლო ტექნიკა მიატოვეს.