„თუ ქართული ოცნება მართლა ემიჯნება ეგრედწოდებული ოთხეულის პოზიციას, მაშინ ისინი უმრავლესობაშიც არ უნდა ჰყავდეთ, იმიტომ რომ უმრავლესობაში ერთად ყოფნა ნიშნავს, რომ გარკვეულწილად პასუხისმგებლობას იღებ უმრავლესობაში მყოფი პარტნიორების განცხადებებზეც, განსაკუთრებით სტრატეგიულ პარტნიორებთან დამოკიდებულებას როცა ეხება ეს პოზიციები“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ქართული ოცნებიდან გასული ოთხეული უმრავლესობის სხდომაზე ყოფნას.
„ამ ოთხეულის ყოფნა ქართულ ოცნებაში კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი არსადაც არ წასულან და ჯერ-ჯერობით ახმოვანებენ იმას, რასაც ბიძინა ივანიშვილის ვერ ბედავს, რომ თავის ან ქართული ოცნების სახელით თქვას. ისინი ბიძინა ივანიშვილის სახელითა და დავალებით ლაპარაკობენ“ - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ