უკრაინაში რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, პორტუგალიამ "ოქროს ვიზებზე" რუსეთის მოქალაქეების 10-ვე განაცხადი უარყო. ამის შესახებ გამოცემა Publico პორტუგალიის უცხოელთა და მესაზღვრეების სამსახურზე (SEF) დაყრდონით კვირას, 11 სექტემბერს იუწყება.
ომის დაწყების შემდეგ, ლისაბონმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ფონზე, შეაჩერა რუსეთის მოქალაქეების განცხადებების განხილვა "ოქროს ვიზაზე". შეჩერების შემდეგ, პორტუგალიის ხელისუფლებამ 10 განცხადება მიიღო და ყველა მათგანი უარყო.
[ოქროს ვიზების] პროგრამა, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს, პორტუგალიაში ბინადრობის ნებართვის მიღების საშუალებას იძლევა, 250 ათასი ევროს ოდენობით ინვესტიციების სანაცვლოდ.
პროგრამის დაწყებიდან 430-ზე მეტი ოქროს ვიზა გაიცა რუსეთის მოქალაქეებზე.
SEF-ის მონაცემებით, ბოლოს პორტუგალიამ რუსეთის მოქალაქეებს „ოქროს ვიზები“ 2022 წლის იანვარში მისცა. მაშინ შვიდი განაცხადი დაკმაყოფილდა. 2021 წლის დეკემბერში 10 ვიზა გაიცა, ნოემბერში - ხუთი, ოქტომბერში - რვა. 2021 წელს დოკუმენტი სულ 65-მა რუსმა მიიღო.