რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ამბობს, რომ "რუსეთი არ ამბობს უარს უკრაინასთან მოლაპარაკებების გამართვაზე, თუმცა მათი გაჭიანურება პროცესს ართულებს".
რუსული სახელმწიფო სააგენტო "ტას"-ის ცნობით, ლავროვმა ამის შესახებ ტელეარხ "როსია-1"-ის ეთერში განაცხადა.
ლავროვის თქმით, მოსკოვის პოზიცია პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელებთან და ფრაქციების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე დააფიქსირა.
"თათბირის მონაწილეებისთვის სიტყვით მიმართვის დროს პრეზიდენტმა უკრაინის "ისტორიაზე" განაცხადა, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ მოლაპარაკებებზე, თუმცა ვინც უარს ამბობს, უნდა მიხვდეს, რომ რაც მეტხანს გააჭიანურებენ პროცესს, მით უფრო გაჭიანურდება ჩვენი მოლაპარაკება", - თქვა ლავროვმა.