სექტემბრის დასაწყისიდან მოყოლებული, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გაათავისუფლეს, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.
"ჩვენი ჯარისკაცების სვლა ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით გრძელდება. ამჟამად, აქტიური ოპერაციების ფარგლებში, სექტემბრის დასაწყისიდან ჩვენი ტერიტორიის დაახლოებით 2 ათასი კილომეტრი უკვე გათავისუფლებულია. რუსული არმია ამ დღეებში ავლენს ყველაზე უკეთესს, რისი კეთებაც შეუძლია – გვაჩვენებენ ზურგს. საბოლოო ჯამში, ეს არ არის ცუდი არჩევანი მათთვის – გაქცევა. უკრაინაში ოკუპანტების ადგილი არ არის და არასდროს იქნება", – განაცხადა მან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინელ სამხედროებს.
"მადლობა ყველა ჩვენს მცველს, რომლებმაც ამ კვირების განმავლობაში ჩვენი გამარჯვების მოახლოება კიდევ უფრო შესამჩნევი გახადეს!" - ამბობს ზელენსკი.
ამავდროულად, ზელენსკიმ კვლავ მოუწოდა რუს სამხედროებს, რომლებსაც არ სურთ რუსეთში დაბრუნება, ჩაბარდნენ ტყვედ, ჟენევის კონვენციის შესაბამისად დაბრუნების გარანტიით.