უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ხელმძღვანელი", დენის პუშილინი გაიქცა. იტყობინება უკრაინის 24-ე არხი დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, კრემლის მარიონეტი დიდი ალბათობით რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.
მანამდე გამოცემამ მიიღო ინფორმაცია, რომ დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ბოევიკებმა დაიწყეს პანიკა ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის გამო. პანიკის ერთ-ერთ მიზეზად მედია საბრძოლველად მობილიზებულთა ნაკლებობას ასახელებს, რადგან სამხედრო ასაკის ადამიანების დიდი უმრავლესობა უკვე გაგზავნილია უკრაინის წინააღმდეგ საომრად.
შექმილი ვითარების ფონზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის "ლიდერმა", დენის პუშლინმა დონეცკიდან გაქცევა გადაწყვიტა.
დღეს, 10 სექტემბერს, გავრცელდა ინფორმაცია კუპიანსკის გათავისუფლებისა და იზიუმში რუსული შენაერთების დატყვევების შესახებ. სამხრეთით კი, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინ მიიწევენ მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ.