გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია.
ეს არის რუსეთის მიერ ომის გაჩაღების შემდეგ, ბერბოკის მეორე ვიზიტი უკრაინაში.
"ამ ვიზიტით მსურდა მეჩვენებინა, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენიც დასჭირდება - იარაღით, ჰუმანიტარული და ფინანსური თვალსაზრისით", - თქვა ბერბოკმა შაბათს დილით კიევში ჩასვლისთანავე.
"დღეს მე ჩამოვედი კიევში, რათა ვაჩვენო, რომ უკრაინას შეუძლია ჩვენი იმედი ჰქონდეს", - დასძინა მან.
მისი თქმით, 6 თვეზე მეტია უკრაინელები იბრძვიან "თავისი სიცოცხლისთვის, ოჯახებისა და მეგობრების სიცოცხლისთვის". " ამით ისინი იცავენ არა მხოლოდ ადამიანის უფლებას მშვიდობისა და თავისუფლების შესახებ, არამედ ჩვენს ევროპულ მშვიდობიან წესრიგს".
ანაბელა ბერბოკი შაბათს ღამით სპეციალური მატარებლით გაემგზავრა პოლონეთიდან კიევის მიმართულებით, მცირე დელეგაციასთან ერთად. ბერბოკი კიევში თავის უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება. ვიზიტის სხვა დეტალები, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, უცნობია.
24 თებერვლის შემდეგ, ანალენა ბერბოკი უკრაინას პირველად მაისში ეწვია. მაშინ ის კიევის გარდა, ბუჩასა და ირპინში იმყოფებოდა.