ჩრდილოეთ კორეის უზენაესმა სახალხო ასამბლეამ (ერთპალატიანი პარლამენტი) მიიღო კანონი ბირთვული იარაღის შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ფხენიანს ბირთვული იარაღი პრევენციულად გამოიყენოს გარე თავდასხმისგან თავდაცვისთვის. იტყობინება ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო.
"თუ ეროვნული ბირთვული ძალების მართვისა და კონტროლის სისტემას ემუქრება მტრული ძალების თავდასხმა, ბირთვული დარტყმა ავტომატურად განხორციელდება დაუყოვნებლივ", - ციტირებს სააგენტო AFP კანონიდან ამონარიდს.
დასავლური მედია აღნიშნავს, რომ ამ გზით ჩრდილოეთ კორეამ ოფიციალურად გამოაცხადა თავი ბირთვულ ძალად.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, პარლამენტის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყნის ბირთვული სტატუსი ახლა "შეუქცევადია" და დისკუსიებს ქვეყნის დენუკლეარიზაციის შესახებ აზრი აღარ აქვს.
"ჩრდილოეთ კორეა არასოდეს დათმობს ბირთვულ იარაღს", - თქვა კიმ ჩენ ინმა და დასძინა, რომ ეს საჭიროა აშშ-სთან დასაპირისპირებლად, რომელიც, მისი თქმით, "ზეწოლას ახდენს" ჩრდილოეთ კორეაზე, რათა შეარყიოს ქვეყნის თავდაცვა და საბოლოოდ დაამხოს მისი მთავრობა.
კიმ ჩენ ინმა ასევე გააკრიტიკა სამხრეთ კორეა მისი სამხედრო შესაძლებლობების გაფართოებისა და შეერთებულ შტატებთან ერთბლივი ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების განახლების გამო.
გაერო და ატომური ენერგიის საერთაშორისო საააგენტო (IAEA) შიშობენ, რომ უახლოეს ხანებშ, ჩრდილოეთ კორეა 2017 წლის შემდეგ პირველი ბირთვული გამოცდის ჩასატარებლად ემზადება. ამაზე მიუთითებს ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული აქტივობა პუნგერის მიწისქვეშა საცდელ ადგილზე ქვეყნის ჩრდილოეთით.