დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მონარქის გარდაცვალების შესახებ შეტყობინება ბუკინგემის სასახლემ გაავრცელა.
ელისაბედ მეორემ სიცოცხლის ბოლო დღეები შოტლანდიაში, ბალმორალის სასახლეში გაატარა.
სამეფო კარის ინფორმაციით, მეფე ჩარლზი და დედოფალი კონსორტი დღეს ბალმორალში დარჩებიან და ლონდონში ხვალ დაბრუნდებიან.
დედოფლის გარდაცვალებისთანავე, გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა პრინცი ჩარლზი.
წელს ელისაბედ მეორემ მმართველობის 70 წლის იუბილე აღნიშნა.
ელისაბედ უინძორი 1926 წლის 21 აპრილს, ლონდონში დაიბადა. ტახტზე ავიდა მამის, მეფე ჯორჯ მეექვსის გარდაცვალების შემდეგ, 1952 წლის 6 თებერვალს.