ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ კობახიძე სულ უფრო და უფრო მეტ ტყუილს ამბობს და დაბლა ეშვება.
"ღმერთო ჩემო, ყოველ ჯერზე, როცა ფიქრობ, რომ ის უფრო ქვემოთ არ დაეშვება, კიდევ უფრო დაბლა ეშვება და კიდევ უფრო მეტად ტყუის. ძალიან სამწუხაროა ამის ყურება. საწყალი საქართველო. მისი ხალხი უკეთესს იმსახურებს, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარხართ და მხარს გიჭერთ - რაც არ უნდა დაბლა დაეშვან ისინი", - დაწერა კრამონმა ტვიტერზე.
შეგახსენებთ, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "ვიოლა ფონ კრამონი არსად არის შესაშვები, არათუ გვარამიასთან ან სხვასთან".
7 სექტემბერს ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მონახულების ნებართვის მისაღებად იუსტიციის სამინისტროს მიმართა, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღია.