შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ამბროლაურის სასამართლოს ეწვია. ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"ჩვენ გვჯერა, რომ, როდესაც მოსამართლე შეიარაღებულია კანონის უზენაესობის დასაცავად საჭირო ინსტრუმენტებითა და ცოდნით, ქვეყანას შეუძლია დემოკრატიის გაძლიერება. ამიტომაც დიდ ძალისხმევას ვდებთ ქართველი მოსამართლეებისთვის საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლითი პროგრამების შექმნაში. რეგიონებში ვიზიტისას ელჩი დეგნანისთვის მნიშვნელოვანია, შეხვდეს მოსამართლეებს და მოისმინოს მათი გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ. მადლობას ვუხდით ამბროლაურის რეგიონულ სასამართლოს შესაძლებლობისთვის, გაგვეზიარებინა ჩვენი ხედვა და მოგვესმინა მათი აზრი. დიდი მადლობა მოსამართლე როინ კახიძეს საინტერესო დისკუსიისა და მასპინძლობისათვის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.