8 სექტემებრს შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტი უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფის თაობაზე განაცხადებს.
Washington Post-ის ინფორმაციით, სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი 675 მილიონი დოლარის ღირებულების იქნება.
მედიის ცნობით, ახალი პაკეტი მოიცავს საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) ჭურვებსა და შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებსა და აღჭურვილობას.
დღეს, გერმანიაში რამშტაინში მდებარე ამერიკულ საავიაციო ბაზაზე გაიმართება საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ნატო-ს და მსოფლიოს სხვა ქვეყნების თავდაცვის მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 24 აგვისტომდე აშშ-მა უკრაინას გაუწია დაახლოებით 12.9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.