ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, არცერთი ქვეყანა არ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ, თუ მსოფლიო თანამეგობრობა რუსეთს უკრაინაში არ გააჩერებს. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინაში აგრესიისთვის რუსეთის არდასჯა შეცდომა იყო.
"ახლა მტკიცედ უნდა დავდგეთ. ერთადერთი გამოსავალი რუსეთის მის საზღვრებში დაბრუნებაა. რათა პუტინმა არაფერი დაკარგოს, მაგრამ არც მოიპოვოს. ყველაფერი დანარჩენი ნიშნავს, რომ მისმა აგრესიამ შედეგი გამოიღო. ეს იქნებოდა ერთგვარი მიპატიჟება და შემდგომში ვერცერთი ქვეყანა თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობდა", - განაცხადა კალასმა.