ბრიტანეთის მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერი ლიზ ტრასი ოფიციალურად გახდა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი მას შემდეგ, რაც დედოფალმა ელისაბედ მეორესთან აუდიენცია გამართა.
გაერთიანებული სამეფოს მონარქმა ლიზ ტრასს დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფორმირება დაავალა.
ასეთი აუდიენცია ისტორიაში პირველად, ბუკინგემის სასახლის ნაცვლად, შოტლანდიაში, ბალმორალის ციხე-სიმაგრეში გაიმართა.
მანამდე ელისაბედ მეორეს სტუმრობდა დიდი ბრიტანეთის უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც მონარქს ოფიციალურად მიმართა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.
ამ ფორმალური და მრავალწლიანი ტრადიციული რიტუალის შემდეგ, ლიზ ტრასი გახდა მე-15 პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ელისაბედ მეორის მმართველობის ეპოქაში დაიკავა მთავრობის მეთაურის პოსტი.
ახლა უკვე, ლიზ ტრასი ბალმორალიდან ლონდონში დაბრუნდება და რამდენიმე საათში პირველ განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრის რანგში. მოელიან, რომ დღესვე ლიზ ტრასი წარადგენს მთავრობის კაბინეტის წევრებს.

შეგახსენებთ, 5 სექტემბერს კონსერვატიული პარტიის წევრებმა პარტიის ახალ ლიდერად საგარეო საქმეთა მდივანი, ლიზ ტრასი აირჩიეს.
ლიზ ტრასმა 81 326 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა რიში სუნაკმა - 60 399.
ლიზ ტრასი იქნება გაერთიანებული სამეფოს მესამე ქალი პრემიერ-მინისტრი, მარგარეტ თეტჩერისა და ტერეზა მეის შემდეგ.